კრემლში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე პუტინის და ტრამპის შეხვედრის საჭიროება არ დგას

02.11.25 18:39
კრემლში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე პუტინის და ტრამპის შეხვედრის საჭიროება არ დგას

ამ ეტაპზე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და რუსეთის დიქტატორ ვლადიმირ პუტინის შეხვედრის საჭიროება უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებისთვის არ არსებობს - ამის შესახებ განცხადება გააკეთა პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.

მისი თქმით, ამჟამად მაღალ დონეზე რუსეთ-ამერიკის შეხვედრის საჭიროება არ დგას.

ჰიპოთეტურად ასეთი შეხვედრა შესაძლებელი იქნებოდა, მაგრამ ამ დროს ის აუცილებელი არ არის. ახლა საჭიროა ძალიან ფრთხილი და დეტალური მუშაობა უკრაინის კონფლიქტის მოგვარების საკითხებზე, - განაცხადა პესკოვმა.

მსგავსი სიახლეები