ძლიერი მიწისძვრა ავღანეთში - არის მსხვერპლი

03.11.25 10:22
ძლიერი მიწისძვრა ავღანეთში - არის მსხვერპლი

ძლიერი მიწისძვრა ავღანეთში - არის მსხვერპლი. 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგების შედეგად დაღუპულია სულ მცირე 8 ადამიანი, დაშავდა 200-მდე.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, ბიძგების ეპიცენტრი მაზარ-ი-შარიფის, ავღანეთში სიდიდით მეოთხე ქალაქის მიმდებარედ, 28 კილომეტრის სიღრმეზე იყო. ტერიტორიაზე ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

მიწისძვრა იგრძნობდა ავღანეთის მეზობელ ტაჯიკეთში, უზბეკეთსა და თურქმენეთში.