უკრაინელებმა ტუაფსეს ნავთობქარხანა დაბომბეს

03.11.25 10:26
უკრაინელებმა ტუაფსეს ნავთობქარხანა დაბომბეს

რუსეთის კრასნოდარის მხარეში მდებარე ტუაფსეს ნავთობქარხანა უკრაინის თავდაცვის ძალების დრონების იერიშის შედეგად დაზიანდა. თავდასხმის შედეგად დაიწვა საზღვაო სავაჭრო პორტის ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი, რის გამოც რეგიონში საგანგებო რეჟიმი ამოქმედდა.

უკრაინის მხარის ინფორმაციით, ოპერაცია განხორციელდა სპეციალური დანაყოფის „ალფას“ უპილოტო საფრენი აპარატებით. იერიშის შემდეგ პორტში ძლიერი ხანძარი გაჩნდა, რომლის ლოკალიზებაზეც რუსი მაშველები რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.
კიევის განცხადებით, უკრაინის სამხედროების მიზანია რუსეთის ეკონომიკური და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გამოფიტვა, რათა ვლადიმერ პუტინი იძულებული გახდეს შეწყვიტოს აგრესია უკრაინის ტერიტორიაზე.

მსგავსი სიახლეები