დემოკრატი ზოხრან მამდანი ნიუ-იორკის მერი გახდა

05.11.25 10:02
დემოკრატი ზოხრან მამდანი ნიუ-იორკის მერი გახდა

დემოკრატიული პარტიის კანდიდატი ზოხრან მამდანი ნიუ-იორკის მერის არჩევნებში გამარჯვებულია. ამერიკული მედიის ცნობით, 34 წლის პოლიტიკოსი გახდა ქალაქის ყველაზე ახალგაზრდა მერი ბოლო ას წელზე მეტი დროის განმავლობაში, ასევე - პირველი მუსლიმანი და აფრიკული წარმოშობის (დაბადებული უგანდაში) მერი აშშ-ის უდიდეს ქალაქში.

ამერიკის საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მერის არჩევნებში წელს მონაწილეობა მიიღო დაახლოებით ორ მილიონმა ამომრჩეველმა - ეს არის ყველაზე მაღალი აქტივობა 1969 წლის შემდეგ.

მამედანის კონკურენტები იყვნენ დამოუკიდებელი კანდიდატი და ნიუ-იორკის ყოფილი გუბერნატორი ენდრიუ კუომო, ასევე რესპუბლიკელი კერტის სლივა. კუომომ უკვე მიულოცა მამდანის გამარჯვება.

რეფერენდუის შედეგებზე რეაგირება მოახდინა ყოფილი პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც, რომელმაც რესპუბლიკელთა მარცხი "შატდაუნს" და საარჩევნო ბიულეტენებში საკუთარი გვარის არარსებობას დაუკავშირა.

ექსპერტების შეფასებით, 4 ნოემბრის არჩევნები ტრამპის ადმინისტრაციისთვის პირველი სერიოზული ტესტი იყო მას შემდეგ, რაც ის მეორედ დაბრუნდა თეთრ სახლში. აღსანიშნავია, რომ ტრამპი არჩევნების წინ საჯაროდ მოუწოდებდა მხარდამჭერებს, ხმა არ მიეცათ სლივასთვის და ამის ნაცვლად დაეჭირათ მხარი დემოკრატ კუომოსთვის. ის მამდანს „კომუნისტად“ მოიხსენიებდა და ამტკიცებდა, რომ მის გამარჯვების შემთხვევაში ფედერალურ დაფინანსებას ნიუ-იორკს შეუზღუდავდა.