აგრესიული პოლიტიკის ფონზე, პუტინი ამტკიცებს, რომ რუსეთი "ყველასთან მეგობრობას" ცდილობს

05.11.25 10:13
აგრესიული პოლიტიკის ფონზე, პუტინი ამტკიცებს, რომ რუსეთი "ყველასთან მეგობრობას" ცდილობს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში, „ეროვნული ერთიანობის დღისადმი“ მიძღვნილ ცერემონიაზე განაცხადა, რომ რუსეთი „დედამიწაზე ყველასთან მეგობრობისა და თანამშრომლობისკენ ისწრაფვის“.

„სირთულეების, პრობლემებისა და ტრაგედიების მიუხედავად, რაც სამწუხაროდ, დღეს ბევრია, რუსეთი მეგობრობისა და თანამშრომლობისკენ ისწრაფვის ყველასთან, არა მხოლოდ ჩვენს მეზობლებთან, არამედ დედამიწაზე ყველა ერთან,“ - აღნიშნა პუტინმა და თქვა, რომ რუსეთი „უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთსასარგებლო კონტაქტებისთვის ღიაა“.

კრემლის ლიდერის მტკიცებით, „რუსეთი მადლიერია ყველასი, ვინც მას საიმედო პარტნიორად მიიჩნევს და მზადაა კულტურათა ურთიერთგამდიდრებისთვის“.

საერთაშორისო ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ პუტინის განცხადება მკვეთრად ეწინააღმდეგება რეალობას - რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინაში, დასავლეთთან დაძაბული ურთიერთობები და მზარდი საერთაშორისო იზოლაცია მის „მეგობრობისკენ სწრაფვის“ განცხადებებს მხოლოდ პროპაგანდის ნაწილად აქცევს.