დაპირისპირება "შავ სამყაროში" - რომელი "კრიმინალური ავტორიტეტების" სახელები ისმის ჩანაწერში და რა დაიგეგმა მიქაძეების წინააღმდეგ
დაპირისპირება "კრიმინალურ სამყაროში" - შსს-ს მიერ გავრცელებული ფარული ჩანაწერებით დგინდება, რომ სოხუმელი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის ძმის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების - დავით და გიორგი მიქაძეების, ასევე გიორგი ჯოხაძის წინააღმდეგ ტერორი იგეგმება.
სატელეფონო საუბრით ირკვევა, რომ დავალებას კანონიერი ქურდი კაკო ტუღუში იგივე "ენცო" გასცემს. ის კავშირზე ციხეში მყოფ ავტორიტეტთან „კვერცხასთან“ გადის.
ფარული ჩანაწერებით დგინდება, რომ შესრულებული დავალების შესახებ ანგარიში ციხიდან ქურდებს ჩააბარეს. ჩანაწერებში რამდენჯერმე გაჟღერდა კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის და ტარიელ ონიანის სახელები.
ბადუკა ნათობაძე, რომელსაც რუსთავის ციხეში გიორგი მიქაძის ტერორის გამო ბრალი წაუყენეს, 19 წლიან სასჯელს, ჯანგველაძის ძმის მკვლელობის ერთ-ერთი ფიგურანტის, გიორგი ჯოხაძის ძმის მკვლელობის გამო იხდის. ბადრი ნათობაძემ 2016 წელს სოსო ჯოხაძე თბილისის ცენტრში ჩახრილა, ახლა კი ირკვევა რომ დაპირისპირებაში ისევ ჯოხაძეების საძმოსთან არის.
მიქაძის ადვოკატს განგაში აქვს გამოცხადებული და ციხის ადმინისტრაციას ქურდულ სამყაროსთან გარიგებაში ადანაშაულებს. პარალელურად ცნობილი ხდება რომ გუშინ ძებნილი დავით მიქაძის დაცვის ყოფილი უფროსი დააკავეს.
დეტალები ნახეთ, ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.