ამერიკელი მსახიობი ანჯელინა ჯოლი ხერსონში ჩავიდა
ამერიკელი მსახიობი ანჯელინა ჯოლი ხერსონში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ალექსეი გონჩარენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამერიკელი მსახიობი, მოდელი და UNICEF-ის კეთილი ნების ელჩი უკრაინაში საქველმოქმედო დახმარების პროგრამის ფარგლებში ჩავიდა და სამედიცინო დაწესებულებებს ეწვია, სადაც ბავშვები მოინახულა.
ცნობისთვის, ანჯელინა ჯოლი მანამდე, 2022 წელს ქალაქ ლვოვში იმყოფებოდა.