ანჯელინა ჯოლიმ უკრაინაში ფრონტის ხაზთან მდებარე რეგიონები მოინახულა
ამერიკელი მსახიობი ანჯელინა ჯოლი უკრაინაში ჩავიდა, სადაც ხერსონისა და მიკოლაივის ოლქების სამედიცინო პერსონალს, ოჯახებსა და მოხალისეებს ესტუმრა - ინფორმაცია Legacy of War Foundation-მა ოფიციალურად დაადასტურა.
მისი თქმით, "სამწლიანი ომის შემდეგ დაღლილობაც ჩანს, მაგრამ აგრეთვე ჩანს მტკიცე ნებაც. ოჯახებს სურთ უსაფრთხოება, მშვიდობა და შესაძლებლობა, რომ საკუთარი ცხოვრება თავიდან მოაწყონ. დიპლომატიამ იარაღისა და ტექნოლოგიების სასტიკ შეჯიბრს ადგილი არ უნდა დაუთმოს," - თქვა მსახიობმა.
"მიკოლაივისა და ხერსონის მოსახლეობა ყოველდღიურად საფრთხის ქვეშ ცხოვრობს, მაგრამ ისინი არ ნებდებიან. იმ დროს, როცა მსოფლიო მთავრობები სამოქალაქო საზოგადოებას ზურგს აქცევენ, ამ ადამიანების სიმტკიცე და ერთმანეთისადმი მხარდაჭერა მართლაც შთამბეჭდავია," აღნიშნა ანჯელინა ჯოლიმ Legacy of War Foundation-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.