აშშ-ის ხაზინის განცხადების გამო Gunvor "ლუკოილის" უცხოურ აქტივებს აღარ იყიდის

07.11.25 10:49
აშშ-ის ხაზინის განცხადების გამო Gunvor "ლუკოილის" უცხოურ აქტივებს აღარ იყიდის

ენერგორესურსებით მოვაჭრე შვეიცარიული კომპანია Gunvor Lukoil-ის უცხოურ აქტივებს აღარ იყიდის. მიზეზი აშშ-ის ხაზინის განცხადება გახდა, რომელმაც Lukoil-ს კრემლის "მარიონეტი" უწოდა და მიანიშნა, რომ ვაშინგტონი მსგავს გარიგებას ეწინააღმდეგებოდა. 

ამერიკის სახაზინო დეპარტამენტმა მის პლატფორმა X-ის დაწერა: 

„პრეზიდენტმა  ტრამპმა ნათლად განაცხადა, რომ ომი დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს, სანამ პუტინი გააგრძელებს უაზრო მკვლელობებს, კრემლის მარიონეტი, Gunvor, ვერასდროს მიიღებს ლიცენზიას ოპერირებისა და მოგების მისაღებად“. 

ამის შემდეგ, გამოცემა Politico-ს Gunver-ს სპიკერმა უთრხა, რომ: "Gunvor უკან გაიწვევს თავის წინადადებას Лукойл-ის საერთაშორისო აქტივებთან დაკავშირებით". 

ასევე, Gunvor-ის კორპორაციულ საქმეთა დირექტორმა, სეთ პიეტრასმა განაცხადა, რომ სახაზინოს მიერ გაკეთებული განცხადება "ფუნდამენტურად არასწორად ინფორმირებული და მცდარია" და დაამატა, რომ კომპანია მიესალმება "შესაძლებლობას, რათა უზრუნველყოს ამ აშკარა გაუგებრობის შესწორება.

  • კომპანია Gunvor პუტინის უახლოესი მეგობრის, გენადი ტიმჩენკოს და შვედი მილიარდერის, ტორბიორნ ტორნკვისტის საკუთრებაა. Gunvor ერთ დროს მსოფლიოში ნავთობის უდიდესი ექსპორტიორი იყო.