ორბანის განცხადებით, აშშ უნგრეთს რუსულ ნავთობთან დაკავშირებით დაწესებული სანქციებისგან ათავისუფლებს

08.11.25 10:19
ორბანის განცხადებით, აშშ უნგრეთს რუსულ ნავთობთან დაკავშირებით დაწესებული სანქციებისგან ათავისუფლებს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, აშშ უნგრეთს რუსულ ნავთობთან დაკავშირებით დაწესებული სანქციებისგან გაათავისუფლებს. 

მისი განცხადებით, აღნიშნული მილსადენების სანქციებისგან სრული გათავისუფლება უნგრეთს საშუალებას მისცემს, გააგრძელოს ოჯახებისთვის ევროპაში ყველაზე დაბალი ენერგოფასების უზრუნველყოფა.

„გადაწყვეტილება მიღწეულია: პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა TurkStream-ისა და Friendship-ის მილსადენების სანქციებისგან სრული გათავისუფლების გარანტია მოგვცა“, - წერს ორბანი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

მიმდინარე წლის ოქტომბერში აშშ-მ ნავთობის უმსხვილესი კომპანიების, ლუკოილისა და როსნეფტის წინააღმდეგ სანქციები მიიღო. რუსული კომპანიებისგან ნავთობის მყიდველებს მეორადი სანქციები ემუქრებათ.

უნგრეთი და სლოვაკეთი ევროკავშირის ბოლო ქვეყნებია, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ. უნგრეთის პრემიერი ცდილობს აშშ-მ მისი ქვეყნისთვის გამონაკლისი დაუშვას.

ტრამპისა და ორბანის შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე, ნავთობისა და გაზის უმსხვილესმა უნგრულმა კომპანია MOL-მა განაცხადა, რომ რუსული ნავთობის ჩანაცვლება სხვა წყაროებიდან შესაძლებელია.

მსგავსი სიახლეები