რუსეთის მასირებული შეტევა უკრაინის ოლქებზე - არიან დაღუპულები და დაშავებულები

08.11.25 11:59
რუსეთის მასირებული შეტევა უკრაინის ოლქებზე - არიან დაღუპულები და დაშავებულები

ერთი დაღუპული და 10 დაშავებული, რომელთა შორის ორი ბავშია - რუსეთმა უკრაინის ქალაქ დნიპროზე მასირებული შეტევა განახორციელა. ინფორმაციას უკრაინული მედია საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ რუსულმა დრონმა ღამით ცხრასართულიან საცხოვრებელ შენობას დაარტყა, რის შედეგადაც მეოთხედან მეექვსე სართულამდე მდებარე ბინები განადგურდა.

„სამაშველო ოპერაციების დროს საგანგებო სიტუაციების თანამშრომლებმა 28 ადამიანი გადაარჩინეს, მათ შორის ხუთი ბავშვი. მეხუთე სართულზე მდებარე ბინაში ქალის ცხედარი იპოვეს“, - აცხადებენ სამაშველო სამსახურში.

ამასთან, რუსებმა დრონებით შეუტიეს ოდესის ოლქსაც. 8 დაშავებულის შესხებ იტყობინებიან ხარკოვის ოლქის პესოჩინის თემიდან.

ამასთან, ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ზაპოროჟიეს, ვასილიევსკის და პოლოგოვსკის რაიონებზე რუსების მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაიჭრა.

მსგავსი სიახლეები