Reuters: აშშ უკრაინის დასახმარებლად გაყინული რუსული აქტივები გამოყენებას მხარს უჭერს
Reuters-ის ინფორმაციით, აშშ მხარს უჭერს EU-ს გეგმას, უკრაინის დასახმარებლად გაყინული რუსული აქტივები გამოიყენოს.
როგორც ინფორმირებული წყარო Reuters-ს უყვება, ვაშინგტონი აბსოლუტურად უჭერს მხარს ევროკავშირს და იმ ნაბიჯებს, რომლებსაც ისინი ახლა დგამენ, რათა ამ აქტივების გამოყენება [ომის დასრულების] ინსტრუმენტად შეძლონ.
- ევროკომისიამ წარმოადგინა გეგმა, რომელიც ევროკავშირის მთავრობებს მისცემს უფლებას 185 მილიარდი ევრო - ევროპაში გაყინული რუსეთის სახელმწიფო აქტივების დაახლოებით 210 მილიარდიდან - მათი კონფისკაციის გარეშე გამოიყენონ.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, აუცილებელია ევროპის გადაწყვეტილება რუსეთის გაყინულ აქტივებთან დაკავშირებით, დამატებითი სანქციები და უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერა და გაძლიერება. მოსკოვის მიერ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული ყოველი დარტყმისთვის, რომელიც მიზნად ისახავს ზამთრის წინ რიგითი ადამიანების დაზიანებას, უნდა არსებობდეს საპასუხო სასანქციო ზომები, რომლებიც მიმართული იქნება რუსეთი ყველა ენერგორესურსის მიმართ, გამონაკლისის გარეშე.
„ჯერჯერობით, რუსეთის ბირთვული ენერგეტიკის სექტორი დასანქცირებული და რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი კვლავ იძენს დასავლურ მიკროელექტრონიკას. ასევე უნდა იყოს უფრო დიდი ზეწოლა მის ნავთობისა და გაზის ვაჭრობაზე. ველით შესაბამის გადაწყვეტილებებს შეერთებული შტატებისგან, ევროპისა და „დიდი შვიდეულისგან“, - წერს ზელენსკი.