ფილიპინებში სუპერტაიფუნის მოახლოების გამო 900 000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული

09.11.25 12:28
ფილიპინებში სუპერტაიფუნის მოახლოების გამო 900 000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული

ფილიპინებში ხელისუფლებამ მოსახლეობის მასშტაბური ევაკუაცია დაიწყო - 900 000-ზე მეტი ადამიანი უსაფრთხო ზონებში გადაიყვანეს სუპერტაიფუნი „ფუნგ-ვონგის“ მოახლოების გამო, წერს Reuters.

მეტეოროლოგების შეფასებით, ტაიფუნი დღის განმავლობაში მიაღწევს ქვეყნის აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ რეგიონებს, რასაც თან ახლავს ძლიერი ქარები და ინტენსიური წვიმები. ქარის სიჩქარე 185 კმ/სთ-ს აღწევს, რის გამოც ხელისუფლებამ განგაშის უმაღლესი დონე გამოაცხადა.

ფილიპინების სამოქალაქო ავიაციის სამსახურის ცნობით, გაუქმდა 400-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო რეისი.

აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეებში ეს უკვე მეორე ძლიერი ტაიფუნია, რომელმაც ქვეყანა დააზარალა - რამდენიმე დღის წინ ტაიფუნმა „კალმაეგმა“ ფილიპინებში 224 ადამიანის, ხოლო ვიეტნამში 5 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

მსგავსი სიახლეები