ბრაზილიის სამხრეთში ტორნადომ ექვსი ადამიანი იმსხვერპლა
ბრაზილიის სამხრეთ შტატ პარანაში ტორნადოს ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 437 დაშავდა. როგორც Reuter-ი წერს, ყველაზე მეტად დაზარალდა ქალაქი რიუ-ბონიტუ-დუ-იგუასუ, სადაც ძლიერმა ქარმა სახლებს სახურავები გადახადა და ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ 1000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განახორციელა.
ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიუ ლულა და სილვამ დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა და განაცხადა, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს დაზარალებულთა დასახმარებლად.