უკრაინამ ვორონეჟის ოლქში თბოელექტროსადგურს დრონებით შეუტია

09.11.25 12:51
უკრაინამ ვორონეჟის ოლქში თბოელექტროსადგურს დრონებით შეუტია

9 ნოემბერს უკრაინულმა ძალებმა რუსეთის ვორონეჟის ოლქში მდებარე თბოელექტროსადგურს უპილოტო საფრენი აპარატებით დაარტყეს. შეტევის შედეგად ობიექტზე ხანძარი გაჩნდა, რის გამოც მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიისა და ცხელი წყლის მიწოდება შეუწყდა.

რუსულ Telegram-არხებში გავრცელდა დაზიანებული სადგურის ფოტოები, სადაც ჩანს ცეცხლით დაფარული შენობების ფრაგმენტები და კვამლის სვეტები.

მსგავსი სიახლეები