სირიის პრეზიდენტის ისტორიული ვიზიტი ვაშინგტონში - აჰმედ ალ-შარა ტრამპს შეხვდება

09.11.25 17:34
სირიის პრეზიდენტის ისტორიული ვიზიტი ვაშინგტონში - აჰმედ ალ-შარა ტრამპს შეხვდება

ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა სირიის პრეზიდენტმა აჰმედ ალ-შარამ პენტაგონის მაღალჩინოსნებთან ერთად კალათბურთი ითამაშა. კადრები საერთაშორისო მედიამ გაავრცელა.

ალ-შარა აშშ-ის დედაქალაქში იმყოფება პირველად ბოლო 80 წლის განმავლობაში, რაც სირიის სახელმწიფოს მეთაურის ასეთი დონის ვიზიტს განსაკუთრებით ისტორიულს ხდის. რამდენიმე საათში ის შეხვედრას გამართავს დონალდ ტრამპთან.

მედიის ცნობით, მოლაპარაკებები შეეხება სირიის ეკონომიკურ აღდგენას, ფინანსურ დახმარებას და ტერორისტული დაჯგუფებების საქმიანობის აღკვეთის გზებს. აღსანიშნავია, რომ ვიზიტამდე ორი დღით ადრე, აშშ-მ აჰმედ ალ-შარას ტერორისტის სტატუსი ოფიციალურად მოუხსნა, რაც ურთიერთობების დათბობის ნიშნად შეფასდა.

მსგავსი სიახლეები