აშშ-მა შათდაუნის გამო ნატოს მოკავშირეებისთვისა და უკრაინისთვის 5 მლრდ დოლარზე მეტი ღირებულების იარაღის ექსპორტი შეაჩერა

09.11.25 18:22
აშშ-მა შათდაუნის გამო ნატოს მოკავშირეებისთვისა და უკრაინისთვის 5 მლრდ დოლარზე მეტი ღირებულების იარაღის ექსპორტი შეაჩერა

აშშ-მა ნატოს მოკავშირეებისთვის და უკრაინისთვის 5 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების იარაღის ექსპორტი შეაჩერა - ამის შესახებ Axios სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით წერს.

შეჩერება ფედერალური შატდაუნის გამო მოხდა, რამაც კონგრესთან შეთანხმების პროცესი შეაფერხა. შედეგად, ვერ ხორციელდება ისეთი სისტემების მიწოდება, როგორიცაა AMRAAM რაკეტები, Aegis-ის კომპლექსები და HIMARS-ის სისტემები, რომლებიც დანიას, ხორვატიას და პოლონეთს უნდა მიეღოთ.

მაღალჩინოსნების თქმით, ეს გადაწყვეტილება აზარალებს როგორც ნატოს პარტნიორებს, ასევე ამერიკულ სამხედრო ინდუსტრიას. რესპუბლიკელები დემოკრატებს ადანაშაულებენ იმაში, რომ ისინი ბლოკავენ კრიტიკულად მნიშვნელოვანი იარაღის გაყიდვას, რაც საფრთხეს უქმნის აშშ-ისა და მისი მოკავშირეების უსაფრთხოებას.

მსგავსი სიახლეები