ზელენსკი ამბობს, რომ პუტინს უკრაინაში ომის დასრულებამდე ევროპაში მეორე ფრონტის გახსნა შეუძლია
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ვლადიმერ პუტინს შეუძლია უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებამდე მეორე ფრონტი სხვა ევროპული ქვეყნის წინააღმდეგ გახსნას. ამის შესახებ ზელენსკიმ The Guardian-თან ინტერვიუში განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, კრემლი ევროპის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს და ნატო-ს წითელ ხაზებს სცდის.
ზელესნკის თანახმად, საერთო ევროპული სკეპტიციზმი იმის შესახებ, რომ პუტინს ჯერ უკრაინის ოკუპირება სურს და ამის შემდეგ შესაძლოა, სხვა მიმართულებითაც წავიდეს, უნდა დაივიწყონ, რადგან ერთდროულად ორივეს გაკეთება შეუძლია.
„მე ასე მჯერა. მას ამის გაკეთება შეუძლია. ჩვენ უნდა დავივიწყოთ საერთო ევროპული სკეპტიციზმი, რომ პუტინს ჯერ უკრაინის ოკუპაცია სურს და შემდეგ შეიძლება სხვაგან წავიდეს. მას ორივეს ერთდროულად გაკეთება შეუძლია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.