ბელგიის ატომურ სადგურზე სამი დრონი დაფიქსირდა - სამინისტრო შპიონაჟს არ გამორიცხავს
ბელგიაში, ანტვერპენის მახლობლად მდებარე დოელის ატომურ ელექტროსადგურზე, სამი დრონი დაფიქსირდა, წერს Deutsche Welle.
კომპანია Engie-ის ინფორმაციით, ინციდენტმა სადგურის მუშაობაზე გავლენა არ მოახდინა, თუმცა მომხდარმა შეშფოთება გამოიწვია, განსაკუთრებით ბოლო დროის ანალოგიური შემთხვევების ფონზე.
ბოლო კვირებში უცნობი დრონები არაერთხელ შეინიშნეს ბელგიის სტრატეგიული ობიექტების, მათ შორის ბირთვული იარაღის ბაზის თავზე. თავდაცვის მინისტრმა თეო ფრანკენმა ინციდენტები შპიონაჟის ოპერაციას დაუკავშირა და არ გამორიცხა რუსეთის კვალიც.