სააპელაციომ ნიკოლა სარკოზის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნა დააკმაყოფილა

10.11.25 17:34
სააპელაციომ ნიკოლა სარკოზის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნა დააკმაყოფილა

პარიზის სააპელაციო სასამართლომ ნიკოლა სარკოზის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნა დააკმაყოფილა.

The Guardian-ის ინფორმაციით, გათავისუფლების შემდეგ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი სასამართლო ზედამხედველობის ქვეშ იქნება.

სასამართლომ დაასკვნა, რომ „მტკიცებულებების დამალვის, ზეწოლის ან შეთქმულების რისკი არ არსებობს“, რაც პატიმრობის გაგრძელებას გაუმართლებელს ხდის.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ნიკოლა სარკოზის ციხიდან დღეს გაათავისუფლებენ.

  • საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა პარიზის „ლა სანტეს“ ციხეში სასჯელის მოხდა 21 ოქტომბერს დაიწყო მას შემდეგ, რაც პარიზის სასამართლომ მას ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა 2007 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ლიბიის ლიდერის, მუამარ კადაფის რეჟიმისგან დაფინანსების მოპოვების სქემასთან დაკავშირებული კრიმინალური შეთქმულებისთვის.

ამასთან, მედიის ინფორმაციით, სარკოზის რამდენიმე მკაცრი პირობა დაეკისრება, მათ შორის აეკრძალება საფრანგეთის დატოვება, ლიბიის საქმეში სხვა ბრალდებულებთან, ასევე იუსტიციის მინისტრ ჟერალდ დარმანინთან დაკავშირება.