შეერთებულმა შტატებმა სირიის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ნაწილი 180 დღით შეაჩერა

11.11.25 00:18
შეერთებულმა შტატებმა სირიის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ნაწილი 180 დღით შეაჩერა

შეერთებულმა შტატებმა სირიის წინააღმდეგ "ცეზარის აქტით" გათვალისწინებული სანქციების ნაწილის მოქმედება 180 დღით შეაჩერა.

ამერიკის სახაზინო დეპარტამენტის ინფორმაციით, სირიის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ნაწილის დროებითი შეჩერება ირანთან და რუსეთთან დაკავშირებულ გარკვეულ ტრანზაქციებს არ შეეხება.

ეს მოხდა მას შემდეგ, რაც თეთრ სახლში, აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპსა და სირიის პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაამს შორის მოლაპარაკებები გაიმართა. 

მსგავსი სიახლეები