ნიკოლა სარკოზი 20-დღიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს

11.11.25 10:07
ნიკოლა სარკოზი 20-დღიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი 20-დღიანი პატიმრობის შემდეგ პარიზის სანტეს ციხიდან გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება პარიზის სააპელაციო სასამართლომ მიიღო. ამის შესახებ Le Monde იუწყება.

სარკოზი კვლავ რჩება სასამართლო კონტროლის ქვეშ და მას აკრძალული აქვს კონტაქტი ბრალდებულებთან, იუსტიციის მინისტრ ჟერალდ დარმანენთან და იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებთან, ასევე აკრძალული აქვს ქვეყნის დატოვება.

სასამართლო სხდომაზე, რომელსაც ის ციხიდან ვიდეოკავშირის საშუალებით ესწრებოდა, სარკოზიმ აღნიშნა, რომ პატიმრობა მისთვის მძიმე გამოცდად იქცა და მადლობა გადაუხადა ციხის პერსონალს „გამოჩენილი ადამიანურობისთვის“.

დაცვის მხარის ცნობით, სააპელაციო პროცესის მოსმენა მარტშია დაგეგმილი.