პესკოვი: ომი უკრაინაში დასრულდება მხოლოდ მაშინ, როცა რუსეთი საკუთარ მიზნებს მიაღწევს

11.11.25 10:15
პესკოვი: ომი უკრაინაში დასრულდება მხოლოდ მაშინ, როცა რუსეთი საკუთარ მიზნებს მიაღწევს

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ომი უკრაინის წინააღმდეგ მხოლოდ მაშინ დასრულდება, როცა რუსეთი საკუთარ მიზნებს მიაღწევს. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

„სურვილი გვაქვს, რომ ეს კონფლიქტი რაც შეიძლება მალე დასრულდეს. მაგრამ ის მხოლოდ მაშინ დასრულდება, როცა რუსეთი მიაღწევს იმ მიზნებს, რომლებიც თავიდან დაისახა,“ - აღნიშნა პესკოვმა.

პესკოვი მოლაპარაკებების შეჩერებაში სხვა ქვეყნებს ადანაშაულებს და ისევ ირწმუნება, რომ მოსკოვს ომის დასრულება  „პოლიტიკურ-დიპლომატიური გზით“ სურს.

„რუსული მხარე კვლავ ღიაა ამ გზისთვის, მაგრამ ახლა შეიქმნა პაუზა - სიტუაცია გაჩერდა. და ეს ჩვენი ბრალი არ არის. ჩვენს ოპონენტებს არ სურთ დიალოგის გაგრძელება, მათ გამუდმებით აქეზებენ ევროპელები, რომლებიც ფიქრობენ, რომ უკრაინა შეძლებს ომის მოგებას და საკუთარი ინტერესების დაცვას სამხედრო გზით,“ - დაამატა პესკოვმა.

მსგავსი სიახლეები