რუსეთში, სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონით თავდასხმა განხორციელდა

11.11.25 10:18
რუსეთში, სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონით თავდასხმა განხორციელდა

რუსეთის ქალაქ სარატოვში დრონით განხორციელდა თავდასხმა, რომლის სამიზნედ, როგორც უკრაინული მედია იუწყება, ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა გახდა. 

სარატოვის გუბერნატორმა რომან ბუსარგინმა განაცხადა, რომ დრონებმა დააზიანეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, თუმცა არ დაუდასტურებია, პირდაპირ შეეხო თუ არა იერიში საწარმოს.

ინციდენტის შემდეგ, რუსული მედიის ცნობით, რეგიონულ აეროპორტში ფრენები დროებით შეჩერდა.

უკრაინული წყაროების თანახმად, სარატოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა 20-ზე მეტ სახეობის ნავთობპროდუქტს აწარმოებს, მათ შორის ბენზინს, დიზელს, მაზუთს და ბიტუმს.

მსგავსი სიახლეები