ევროპა რუსეთთან შესაძლო ომისთვის ემზადება - ალექსანდრ ვუჩიჩი

12.11.25 11:06
ევროპა რუსეთთან შესაძლო ომისთვის ემზადება - ალექსანდრ ვუჩიჩი

ევროპა რუსეთთან შესაძლო ომისთვის ემზადება, რადგან ეს პერსპექტივა სულ უფრო აშკარა ხდება. ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრე ვუჩიჩმა ადგილობრივ მედიასთან  განაცხადა. 

„ეს მხოლოდ ცარიელი სიტყვები არ არის. ყველა ამისთვის ემზადება. ეს განაცხადა გენერალმა, რომელიც უკიდურესად პასუხისმგებლობის მქონე ადამიანია“, - განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა.

სერბეთის პრეზიდენტის თქმით, ამ ფონზე მნიშვნელოვანია ქვეყნის თავდაცვის გაძლიერება.  

„ჩვენ გონივრულად უნდა შევიარაღდეთ და გავაგრძელოთ მნიშვნელოვანი რესურსების ინვესტირება ჩვენი სახელმწიფოს დასაცავად“, - აღნიშნა სერბეთის პრეზიდენტმა.

მსგავსი სიახლეები