რუსეთში “სუ-30” ჩამოვარდა - დაიღუპნენ ეკიპაჟის წევრები

13.11.25 22:10
რუსეთში “სუ-30” ჩამოვარდა - დაიღუპნენ ეკიპაჟის წევრები

რუსეთში “სუ-30” ავიაგამანადგურებელი ჩამოვარდა, რის შემდეგად ეკიპაჟის წევრები დაიღუპნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა “ინტერფაქსი” რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი ცნობით, რუსული “სუ-30” ავიაგამანადგურებელი კარელიაში 13 ნოემბერს დაახლოებით 19:00 საათზე, სასწავლო ფრენის დროს ჩამოვარდა.

“თვითმფრინავი უკაცრიელ რაიონში ჩამოვარდა. ფრენა საბრძოლო მასალის გარეშე ხორციელდებოდა. თვითმფრინავის ეკიპაჟი დაიღუპა,” - განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ.

მსგავსი სიახლეები