რუსეთმა კიევს და მის რეგიონს დრონებით და რაკეტებით შეუტია - არის მსხვერპლი
რუსეთმა კიევს და მის რეგიონს დრონებით და რაკეტებით შეუტია. იერიშების შედეგად დაზიანებულია რამდენიმე უბანი, მათ შორის მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, მონაცემებით, ქალაქში 3 ადამიანი დაიღუპა და 26-ზე მეტი დაშავდა, ექვსი მოქალაქე დაშავდა რეგიონშიც. დაშავებულთა შორის ორი ბავშვია.