რუსეთი აცხადებს, რომ ქვეყნის თავზე 216 დრონი ჩამოაგდეს

14.11.25 10:13
რუსეთი აცხადებს, რომ ქვეყნის თავზე 216 დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ღამის განმავლობაში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონების თავზე უკრაინული წარმოების 216 დრონი ჩამოაგდეს. ინფორმაციას რუსული მედია უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ოფიციალური ვერსიით, ყველაზე მეტი - 66 დრონი კრასნოდარის მხარეში ჩამოაგდეს.

59 დრონი გაანეიტრალეს შავი ზღვის თავზე,
45 — სარატოვის ოლქში,
19 — ოკუპირებულ ყირიმში.

დამატებით, როგორც სამინისტრო აცხადებს, დრონები ჩამოაგდეს ვოლგოგრადის, როსტოვის, ბელგოროდის, ტამბოვის, ბრიანსკის, ვორონეჟის, ნიჟნი ნოვგოროდის და ორენბურგის ოლქებშიც.

მანამდე გაჩნდა ცნობები, რომ ნოვოროსიისკში უკრაინული დრონების შეტევის შედეგად დაზიანდა ნავთობის საცავი და სანაპირო ინფრასტრუქტურა.