ნოვოროსიისკის პორტში, დრონების იერიშის შემდეგ, ნავთობტერმინალი იწვის
უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ნოვოროსიისკის პორტს შეუტიეს, რის შედეგადაც „შესხარისის“ ნავთობტერმინალზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. ეს ობიექტი „ტრანსნეფტის“ სტრატეგიული საექსპორტო ცენტრი და შავი ზღვის ჰაბია.
ადგილობრივი ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, დაზიანებულია ნავთობბაზა და სანაპირო ნაგებობები. ასევე დაზიანდა პორტში ერთ-ერთი ხომალდი, დაშავდა ეკიპაჟის სამი წევრი. ქალაქის სხვადასხვა უბანში ჩამოღებულია დრონების ნამსხვრევები, დაზიანებულია რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი.
ტელეგრამარხების მონაცემებით, დარტყმამ სავარუდოდ დააზიანა С-300/400-ის პოზიცია №1537 საზენიტო-სარაკეტო პოლკის ტერიტორიაზე, ასევე გავრცელდა ინფორმაცია „კალიბრის“ რაკეტების საწყობზე მოხვედრის შესახებ.
დრონების იერიშის ქვეშ მოექცა სარატოვიც, სადაც, ადგილობრივების თქმით, სამიზნე გახდა ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა (НПЗ). გუბერნატორის ინფორმაციით, დაზიანებულია „სამოქალაქო ინფრასტრუქტურის რამდენიმე ობიექტი“.