კიევში საელჩოს შენობის დაზიანების გამო, აზერბაიჯანმა რუსეთის ელჩი დაიბარა
აზერბაიჯანმა, კიევში საელჩოს შენობის დაზიანების გამო, რუსეთის ელჩი, მიხაილ ევდოკიმოვი დაიბარა. ამის შესახებ განცხადებას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების განცხადებით, რუსეთის ელჩს ეცნობა, რომ აფეთქების შედეგად საელჩოს ტერიტორიის ღობის ნაწილი მთლიანად განადგურდა, დაზიანდა ნაგებობები, სამსახურებრივი მანქანები, საელჩოს ადმინისტრაციული შენობა და საკონსულო განყოფილება, ასევე სერიოზულად დაზიანდა დიპლომატიური მისიის ტერიტორია. საბედნიეროდ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
შეგახსენებთ, რომ გასულ ღამეს, რუსეთის მასიური საჰაერო იერიშის შედეგად, კიევში აზერბაიჯანის საელჩოს შენობა დაზიანდა.