კიევში აზერბაიჯანის საელჩოს დაბომბვის გამო, რუსეთის ელჩს საპროტესტო ნოტა გადასცეს

15.11.25 10:27
კიევში აზერბაიჯანის საელჩოს დაბომბვის გამო, რუსეთის ელჩს საპროტესტო ნოტა გადასცეს

კიევში აზერბაიჯანის საელჩოს დაბომბვის გამო, აზერბაიჯანში რუსეთის ელჩს საპროტესტო ნოტა გადასცეს.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მიხაილ ევდოკიმოვი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს იმის გამო, რომ საფრთხე შეექმნათ დიპლომატებს.

საქმე 14 ნოემბერს მომხდარ  სარაკეტო და დრონების თავდასხმას ეხება, რა დროსაც „ისკანდერის“ ტიპის რაკეტის ნამსხვერვი აზერბაიჯანის  საელჩოს ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

" შეხვედრის დროს აღნიშნულ იქნა, რომ ჩვენს დიპლომატიურ მისიებზე მსგავსი დარტყმები მიუღებელია" - ვკითხულობთ განცხადებაში.