ზელენსკი: უკრაინა საფრანგეთთან საჰაერო თავდაცვის შესახებ შეთანხმებას ამზადებს
უკრაინა საფრანგეთთან ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სფეროში შეთანხმებას ამზადებს - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, განაცხადა.
ეს ისტორიული შეთანხმებაა - ამბობს ზელენსკი
„ჩვენს ავიაციას ვაძლიერებთ. ასევე, ვმუშაობთ საჰაერო თავდაცვის სისტემების მიღებაზე. საფრანგეთთან ძლიერ შეთანხმებაზე ვმუშაობთ და მას მალე დავასრულებთ. ეს ისტორიული შეთანხმებაა“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ასევე, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, უკრაინა საბერძნეთთან ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებაზე მუშაობს.
ცნობისთვის, ზელენსკი 16 ნოემბერს საბერძნეთს, ხოლო 17 ნოემბერს საფრანგეთს ეწვევა.