უკრაინაში ომის დასრულებისთვის ტრამპსა და პუტინს შორის დიალოგი აუცილებელია - ჯეი დი ვენსი

15.11.25 12:38
უკრაინაში ომის დასრულებისთვის ტრამპსა და პუტინს შორის დიალოგი აუცილებელია - ჯეი დი ვენსი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენს Fox News-თან ინტერვიუში ამბობს, რომ უკრაინაში ომის დასრულების მიზნით დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის დიალოგი აუცილებელია.

მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დოქტრინა მშვიდობის მიღწევასთან ერთად, ძლიერი სამხედრო ძალის შენარჩუნებას ეფუძნება.

„ბევრისგან მოვისმინე, თუ როგორ აკრიტიკებენ აშშ-ის პრეზიდენტს პუტინთან საუბრის გამო. აუცილებელი არაა უკრაინაში შეჭრის შესახებ პუტინის გადაწყვეტილებას ეთანხმებოდე, მაგრამ თუ მშვიდობის მიღწევა გსურს, მაშინ ძლიერი უნდა იყო. ასევე, აუცილებელია ხალხს ესაუბრო და აქტიურ, აგრესიულ დიპლომატიაში ჩაერთო“, - განაცხადა ჯეი დი ვენსმა.

 

მსგავსი სიახლეები