ოკუპანტებმა ხარკოვში, ქალაქ ბალაკლიას დაარტყეს - დაღუპულია 3 ადამიანი

17.11.25 10:02
ოკუპანტებმა ხარკოვში, ქალაქ ბალაკლიას დაარტყეს - დაღუპულია 3 ადამიანი

რუსულმა ძალებმა ხარკოვის ოლქის ქალაქ ბალაკლიას საცხოვრებელ უბნებზე ორი სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. ამის შესახებ უკრაინული მედია იტყობინება.

ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი კარაბანოვის თქმით, დარტყმები ქალაქის ცენტრში მდებარე საცხოვრებელ შენობებზე განხორციელდა. შემთხვევის ადგილზე უკვე მუშაობენ ყველა გადაუდებელი სამსახურები, ხოლო დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.

ბოლო მონაცემებით, დაღუპულია სამი ადამიანი. კიდევ 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამი ბავშვი.

მსგავსი სიახლეები