ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს საფრანგეთში ჩავა

17.11.25 10:43
ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს საფრანგეთში ჩავა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს საფრანგეთში ჩავა.

France 24-ის ცნობით, უკრაინის და საფრანგეთის პრეზიდენტები პარიზის მახლობლად, ვილაკუბლეის საჰაერო ბაზას ეწვევიან, სადაც ფრანგული მოეირიშე თვითმფრინავის, Rafale-ის პრეზენტაციას გამართავენ.

ასევე მოინახულებენ დრონებს და საფრანგეთის მიერ იტალიასთან ერთად შემუშავებულ SAMP-T საზენიტო სისტემას.

მომზადებულია ისტორიული შეთანხმება საფრანგეთთან, რომელიც მნიშვნელოვნად გააძლიერებს ჩვენს ავიაციას, საჰაერო თავდაცვას და სხვა თავდაცვით შესაძლებლობებს“, - განაცხადა გუშინ ზელენსკიმ.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტი საფრანგეთის შემდეგ, სამშაბათს ესპანეთს ეწვევა.

მსგავსი სიახლეები