რუსეთი ამტკიცებს, რომ უკრაინამ ვორონეჟის მიმართულებით ოთხი ამერიკული ATACMS-ის რაკეტა გაუშვა

19.11.25 10:09
რუსეთი ამტკიცებს, რომ უკრაინამ ვორონეჟის მიმართულებით ოთხი ამერიკული ATACMS-ის რაკეტა გაუშვა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ 18 ნოემბერს უკრაინამ ვორონეჟისკენ ოთხი ამერიკული ATACMS-ის რაკეტა გაუშვა. მათი ვერსიით, С-400-მა და „პანცირმა“ ყველა რაკეტა ჩამოაგდეს და დაზიანებები ან მსხვერპლი არ არის.

რუსული უწყება ასევე აცხადებს, რომ ATACMS-ის გაშვების ადგილი ხარკოვის ოლქში გამოავლინეს და ორი სარაკეტო დანადგარი „ისკანდერ-М“-ით გაანადგურეს.