ზელენსკი: ტერნოპილში, საცხოვრებელ შენობაზე დარტყმა განხორციელდა, ადამიანები, შესაძლოა, ნანგრევების ქვეშ იყვნენ

19.11.25 12:11
ზელენსკი:  ტერნოპილში, საცხოვრებელ შენობაზე დარტყმა განხორციელდა, ადამიანები, შესაძლოა, ნანგრევების ქვეშ იყვნენ

ტერნოპილში, საცხოვრებელ შენობაზე დარტყმა განხორციელდა, ადამიანები, შესაძლოა, ნანგრევების ქვეშ იყვნენ  - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ზელენსკი ამბობს, რომ რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 470-ზე მეტი დრონი და 48 რაკეტა გაუშვა. უკრაინის პრეზიდენტი პარტნიორებს მოწუოდებს რუსეთზე ზეწოლა გააძლიერონ - "საჭიროა ეფექტური სანქციები და უკრაინის დახმარება".

„ტერნოპილში, დარტყმა ცხრასართულიან საცხოვრებელ შენობაზე განხორციელდა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. სამწუხაროდ, შესაძლოა ნანგრევების ქვეშ ადამიანები იყვნენ. ამ დროისთვის ათობით ადამიანია დაშავებული და სამწუხაროდ, 9 ადამიანი დაიღუპა.

ყველა მსგავსი ურცხვად ჩადენილი თავდასხმა ადასტურებს, რომ რუსეთზე ზეწოლა საკმარისი არ არის. ამის შეცვლა ეფექტურ სანქციებსა და უკრაინის დახმარებას შეუძლია. რუსეთს თავისი ქმედებებისთვის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.