აშშ-ის არმიის უმაღლესი ხელმძღვანელობა კიევში ჩავიდა - რას განიხილავენ

19.11.25 12:32
აშშ-ის არმიის უმაღლესი ხელმძღვანელობა კიევში ჩავიდა - რას განიხილავენ

აშშ-ის არმიის მინისტრი დენ დრისკოლი და შტაბის უფროსი, გენერალი რენდი ჯორჯი, დაუგეგმავი ვიზიტით ჩავიდნენ უკრაინაში. მათი ვიზიტი უკავშირდება ვაშინგტონის მცდელობას, დააჩქაროს ომის დასრულების პროცესი.

Politico-ს ინფორმაციით, დღეს ისინი შეხვდებიან უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობას, პარლამენტარებს და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის.

ვიზიტის მთავარი მიზანი უკრაინის ჩართვაა რუსეთთან ჩიხში შესული სამშვიდობო მოლაპარაკებების საკითხის განახლებაში.