Reuters-ი: აშშ-მა უკრაინას ომის დასასრულებლად მიწისა და იარაღის ნაწილის დათმობა შესთავაზა
შეერთებულმა შტატებმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიანიშნა, რომ ომში მყოფმა ქვეყანამ რუსეთთან კონფლიქტის დასასრულებლად, აშშ-ის მიერ შემუშავებული წინადადება უნდა მიიღოს, რომელიც უკრაინის ტერიტორიებისა და იარაღის ნაწილის დათმობას გულისხმობს.
ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ წყაროს ცნობით, წინადადებები სხვა საკითხებთან ერთად უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის შემცირებასაც მოიცავდა.
ასევე, წყაროს ინფორმაციით, ვაშინგტონს სურს, რომ კიევმა ძირითადი პუნქტები მიიღოს.