რუსეთმა მიხაილ ხოდორკოვსკი ექსტრემისტებისა და ტერორისტების სიაში შეიყვანა
რუსეთის ფინანსური მონიტორინგის ფედერალურმა სამსახურმა ბიზნესმენი, მიხაილ ხოდორკოვსკი ექსტრემისტებისა და ტერორისტების სიაში შეიყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მიხაილ ხოდორკოვსკი ორგანიზაცია "რუსეთის ანტისაომარი კომიტეტის" ერთ-ერთი ლიდერია.
- კომიტეტში შედიან პუტინის ადმინისტრაციის მოწინააღმდეგეები, რომლებიც უკრაინაში შეჭრას მხარს არ უჭერენ და რუსეთიდან ანტისაომარი განწყობების მქონე ადამიანებს გაქცევაში ეხმარებიან.
რუსეთის ფინანსური მონიტორინგის ფედერალური სამსახურის ცნობით, ბოლო დღეებში, რეესტრში "რუსეთის ანტისაომარი კომიტეტის" რამდენიმე წევრი შეიყვანეს. სიას ასევე დაემატა სახელმწიფო დუმის ყოფილი დეპუტატი დიმიტრი გუდკოვი.
ФСБ-ს განცხადებით, კომიტეტის წევრების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.