რიაზანში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

20.11.25 10:28
რიაზანში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

რიაზანში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია რუსულ „ტელეგრამ“ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.

რიაზანის მოსახლეობის ცნობით, დრონებით დარტყმების შედეგად ქალაქის თავზე სულ მცირე 10 აფეთქების ხმა გაისმა.

რიაზანის ოლქის გუბერნატორის, პაველ მალკოვის განცხადებით, „ნამსხვრევების ჩამოვარდნამ ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე ხანძარი გამოიწვია“.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ამტკიცებენ, რომ ღამით 65 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. მათგან 16 დრონი კი რიაზანის ოლქის ტერიტორიაზე გაანადგურეს.

მსგავსი სიახლეები