შეხედეთ რას უკეთებენ საქართველოს, დასავლელებს რეგიონის სახიფათო გეოპოლიტიკურ თამაშებში ჩათრევა სურთ- ზახაროვა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა ირწმუნება, რომ "დასავლელებს" სამხრეთ კავკასიის "სახიფათო გეოპოლიტიკურ თამაშებში ჩათრევა" სურთ.
მისი თქმით, “ევროკავშირის ქმედებები ემსახურება, კვლავ, რუსეთის წინააღმდეგ ჩანაფიქრს."
დასავლეთის, მათ შორის, ევროკავშირის პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში მართლაც იკრეფს ტემპს... შეხედეთ რას უკეთებენ საქართველოს. თვალთმაქცური ლოზუნგებით დასავლელებს რეგიონის სახიფათო გეოპოლიტიკურ თამაშებში ჩათრევა სურთ. ეს არის მუდმივი სურვილი, თუმცა ახლა მისი მორიგი ტალღაა. ევროკავშირის ქმედებები ემსახურება, კვლავ, რუსეთის წინააღმდეგ ჩანაფიქრს“, - თქვა ზახაროვამ.
ამასთან, ზახაროვამ დასძინა, რომ საქართველოსთვის 3+3 ფორმატის კარი "ღია რჩება".
ამ პლატფორმის მორიგი შეხვედრა ბაქოში ან ერევანში გაიმართება,-თქვა მან.