Axios: ტრამპის გეგმა უკრაინისთვის ნატოს მე-5 მუხლის ანალოგიურ უსაფრთხოების გარანტიებს ითვალისწინებს
Axios-ის ცნობით, დონალდ ტრამპის მშვიდობის გეგმა პირველად მოიაზრებს უსაფრთხოების ისეთ გარანტიებს, რომლებიც ნატოს მე-5 მუხლის პრინციპს ემყარება. ამ მოდელის შემთხვევაში უკრაინაზე ნებისმიერი „მნიშვნელოვანი და ხანგრძლივი“ თავდასხმა ჩაითვლება მთელ ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაზე თავდასხმად.
გეგმა ზელენსკის აშშ-ის არმიის მინისტრმა დენ დრისკოლმა წარუდგინა. დოკუმენტის ფარგლებში, შეტევის შემთხვევაში ამერიკის პრეზიდენტი - უკრაინასთან, ნატოსა და ევროპელ პარტნიორებთან კონსულტაციის შემდეგ - გადაწყვეტს რა ზომებია საჭირო უსაფრთხოების აღსადგენად. ეს შეიძლება მოიცავდეს სამხედრო ძალას, დაზვერვით მხარდაჭერას, ეკონომიკურ თუ დიპლომატიურ ზეწოლას.
უსაფრთხოების გარანტიები 10 წლის განმავლობაში იქნება ძალაში, განახლებადი შეთანხმებით. მას ზედამხედველობას ევროპელი პარტნიორების ხელმძღვანელობით შექმნილი საერთო კომისია გაუწევს. დოკუმენტს ხელმოწერის ველები აქვს როგორც უკრაინის, ასევე აშშ-ის, ევროკავშირის, ნატოსა და რუსეთისთვის.
Axios ასევე წერს, რომ გეგმა შეიძლება ტრამპის „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“-ს მოკავშირეების უკმაყოფილება გამოიწვიოს, რადგან ეს მოდელი აშშ-ს უკრაინის სამხედრო დაცვაზე პირდაპირ ავალდებულებს.