ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს და ოდესას დაარტყეს - არის მსხვერპლი და ბევრი დაშავებული
რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიაზე კიდევ ერთი მასიური იერიში მიიტანეს. დარტყმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, რვა დაშავდა. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, მაღაზია და ბაზარი - ამის შესახებ ოლქის ხელმძღვანელმა ივან ფიოდოროვმა განაცხადა.
ფიოდოროვის თქმით, რუსებმა დღე-ღამის განმავლობაში ოლქის სხვადასხვა დასახლებაზე 387 შეტევა განახორციელეს:
— 5 ავიაიერიში;
— 205 დრონით (FPV) თავდასხმა;
— 6 РСЗО-ს სარაკეტო დარტყმა;
— 171 არტილერიული შეტევა.
მოსახლეობა 90 დაზიანების შესახებ იტყობინება - საუბარია სახლებზე, ავტომობილებსა და ინფრასტრუქტურაზე.
ღამით მტერმა ოდესასაც შეუტია. დრონების იერიშების შედეგად ნაწილობრივ დაინგრა კერძო სახლი, დაზიანდა მეზობელი შენობები - ავტოსერვისი და ადმინისტრაციული შენობა, განადგურდა რამდენიმე ავტომობილი.
დაშავებულია ხუთი ადამიანი, მათ შორის ბავშვი. სამუშაოებში ჩართული იყვნენ მაშველები, ტექნიკა და ფსიქოლოგები, რომლებმაც დახმარება 16 ადამიანს გაუწიეს.