„უკრაინა შესაძლოა აღმოჩნდეს ძალიან მძიმე არჩევანის წინაშე" - ზელენსკის მიმართვა უკრაინელებს

21.11.25 19:36
„უკრაინა შესაძლოა აღმოჩნდეს ძალიან მძიმე არჩევანის წინაშე" - ზელენსკის მიმართვა უკრაინელებს

„უკრაინა შესაძლოა აღმოჩნდეს ძალიან მძიმე არჩევანის წინაშე - ან შეთავაზებული „სამშვიდობო შეთანხმების“ რთული 28 პუნქტი, ან საკვანძო პარტნიორის შესაძლო დაკარგვა,“ - ამ სიტყვებით მიმართა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელ ხალხს მორიგ ვიდეომიმართვაში. 

„ახლა ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი ურთულესი მომენტია. ახლა უკრაინაზე ზეწოლა ერთ-ერთი ყველაზე მძიმეა. ახლა უკრაინა შეიძლება ძალიან რთული არჩევანის წინაშე დადგეს - ან ღირსების დაკარგვა, ან საკვანძო პარტნიორის დაკარგვის რისკი, ან შემადგენელი 28 პუნქტი, ან უკიდურესად მძიმე ზამთარი, უმძიმესი, და შემდგომი რისკები.

თავისუფლების, ღირსებისა და სამართლიანობის გარეშე ცხოვრება, და რომ გვჯეროდეს იმისა, ვინც უკვე ორჯერ დაგვესხა თავს. ჩვენგან პასუხს დაელოდებიან,”- განაცხადა ზელენსკიმ. 

ზელენსკი ამბობს, რომ პასუხი მან უკვე 2019 წელს გასცა, როდესაც  განაცხადა, რომ უკრაინის სუვერენიტეტს და თავისუფლებას არასოდეს უღალატებს.

მისი თქმით, უკრაინა მშვიდად და კონსტრუქციულად იმუშავებს ამერიკასა და პარტნიორებთან: „არცერთ შემთხვევაში არ მივცემთ მტერს საშუალებას, თქვას, რომ უკრაინა არ უნდა მშვიდობა“.

ზელენსკის თქმით, მუშაობა გაგრძელდება 24/7 რეჟიმში, რათა გეგმაში არ დაიკარგოს ორი მთავარი წერტილი - უკრაინელთა ღირსება და თავისუფლება, რომლებზეც დგას ქვეყნის სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და მომავალი.

 

მსგავსი სიახლეები