უიკერი: უკრაინა არ უნდა იყოს იძულებული, ომის დამნაშავე პუტინს მიწები დაუთმოს
უკრაინა არ უნდა იყოს იძულებული, ომის დამნაშავე პუტინს მიწები დაუთმოს - ასე ეხმაურება აშშ-ს სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი სენატორი როჯერ უიკერი ტრამპის 28-პუნქტიან "სამშვიდობო გეგმას".
როგორც სენატორი სოციალურ ქსელში წერს ე.წ. სამშვიდობო გეგმა რეალურ პრობლემებს შეიცავს.
ეს ე.წ. სამშვიდობო გეგმა რეალურ პრობლემებს შეიცავს და მე ღრმად სკეპტიკურად ვარ განწყობილი, რომ მშვიდობას მიაღწევს.
უკრაინა არ უნდა იყოს იძულებული, რომ მიწები დაუთმოს მსოფლიოს ყველაზე აშკარა ომის დამნაშავეს ვლადიმირ პუტინის სახით. უკრაინის შეიარაღებული ძალების ზომა და განლაგება არის მისი მთავრობისა და ხალხის სუვერენული არჩევანი და ნებისმიერმა გარანტიამ, რომელიც პუტინზე გაიცემა, არ უნდა დააჯილდოოს მისი მავნებლური საქციელი ან არ უნდა გამოუთხაროს ძირი აშშ-ს ან მოკავშირეების უსაფრთხოებას.
კერძოდ, ნებისმიერ წინადადებას იმის შესახებ, რომ პუტინის მსგავს სერიულ მატყუარასთან და მკვლელთან იარაღის კონტროლის კუთხით თანამშრომლობა შეგვიძლია, დიდი სკეპტიციზმით უნდა მოვეპყროთ", - წერს როჯერ უიკერი.
რა წერია ტრამპის 28-პუნქტიან გეგმაში:
- გეგმის ძირითადი პუნქტებია:
- • რუსეთი ვალდებულდება, რომ მეზობელ ქვეყნებში აღარ შეიჭრება;
- • ნატო აღარ გაფართოვდება;
- • ყირიმი, ლუგანსკი და დონეცკი დე ფაქტო აღიარებას მიიღებს, როგორც რუსული რეგიონები;
- • რუსეთს გადაეცემა უკრაინის ის მიწებიც, რომლებიც დღეს კიევის კონტროლქვეშაა;
- • ზაპოროჟიესა და ხერსონის ოკუპირებული ნაწილი დარჩება პუტინის ხელისუფლებაში;
- • უკრაინა უარს ამბობს ნატოში გაწევრიანებაზე;
- • უკრაინის არმია მნიშვნელოვნად შემცირდება.