მაკკონელი: რუსული სასაკლაოს დაჯილდოება იქნება კაპიტულაცია და კატასტროფული ამერიკის ინტერესებისთვის
პუტინმა მთელი წელი დახარჯა პრეზიდენტ ტრამპის სულელად წარმოჩენაში - ამის შესახებ სოციალურ ქსელში რესპუბლიკელი სენატორი, მიტჩ მაკკონელი წერს, რითაც ამერიკის პრეზიდნეტის 28 პუნქტიან "სამშვიდობო გეგმას" გამოეხმაურა უკრაინაში ომის დასრულებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, "რუსული სასაკლაოს დაჯილდოება იქნება კაპიტულაცია და კატასტროფული ამერიკის ინტერესებისთვის"
თუ ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები უფრო მეტად არიან დაკავებულები პუტინის დაშოშმინებით, რეალური მშვიდობის მიღწევის ნაცვლად, მაშინ პრეზიდენტმა ახალი მრჩევლები უნდა გამონახოს. რუსული სასაკლაოს დაჯილდოება იქნება კაპიტულაცია და კატასტროფული ამერიკის ინტერესებისთვის ისევე, როგორც ბაიდენის მიერ ავღანეთის მიტოვება იყო კატასტროფული 'მშვიდობა ძალის მეშვეობით' პოლიტიკის მემკვიდრეობისთვის" -წერს აშშ-ს რესპუბლიკელი სენატორი, მიტჩ მაკკონელი.
რა წერია ტრამპის 28-პუნქტიან გეგმაში:
- გეგმის ძირითადი პუნქტებია:
- • რუსეთი ვალდებულდება, რომ მეზობელ ქვეყნებში აღარ შეიჭრება;
- • ნატო აღარ გაფართოვდება;
- • ყირიმი, ლუგანსკი და დონეცკი დე ფაქტო აღიარებას მიიღებს, როგორც რუსული რეგიონები;
- • რუსეთს გადაეცემა უკრაინის ის მიწებიც, რომლებიც დღეს კიევის კონტროლქვეშაა;
- • ზაპოროჟიესა და ხერსონის ოკუპირებული ნაწილი დარჩება პუტინის ხელისუფლებაში;
- • უკრაინა უარს ამბობს ნატოში გაწევრიანებაზე;
- • უკრაინის არმია მნიშვნელოვნად შემცირდება.