ზელენსკის მოუწევს, ეს გეგმა მოიწონოს - ტრამპი
ზელენსკის მოუწევს, რომ ეს გეგმა მოიწონოს. თუ არ მოიწონებს, მაშინ უბრალოდ ომს გააგრძელებენ - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინაში ომის დასრულების შესახებ სამშვიდობო გეგმაზე საუბრისას განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე - "ზელენსკიმ თქვა, რომ თუ ამ გეგმას არ დათანხმდებიან, აშშ შეწყვეტს მათ მხარდაჭერას. ეს ასე მოხდება?" ამერისკი პრეზიდენტმა ასეთი პასუხი გასცა:
მას მოუწევს დათანხმდეს რაღაცას, რასაც აქამდე არ თანხმდებოდა. როგორც გახსოვთ, არც ისე დიდი ხნის წინ, მე მას ოვალურ ოფისში ვუთხარი, რომ არც ერთი კარტი არ ჰქონდა... ეს შეთანხმება 1 ან 2 წლის წინ უნდა შემდგარიყო" - თქვა ტრამპმა.
მისი თქმით, უკრაინამ უნდა იჩქაროს სამშვიდობო გეგმასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება.
რა წერია ტრამპის 28-პუნქტიან გეგმაში:
- გეგმის ძირითადი პუნქტებია:
- • რუსეთი ვალდებულდება, რომ მეზობელ ქვეყნებში აღარ შეიჭრება;
- • ნატო აღარ გაფართოვდება;
- • ყირიმი, ლუგანსკი და დონეცკი დე ფაქტო აღიარებას მიიღებს, როგორც რუსული რეგიონები;
- • რუსეთს გადაეცემა უკრაინის ის მიწებიც, რომლებიც დღეს კიევის კონტროლქვეშაა;
- • ზაპოროჟიესა და ხერსონის ოკუპირებული ნაწილი დარჩება პუტინის ხელისუფლებაში;
- • უკრაინა უარს ამბობს ნატოში გაწევრიანებაზე;
- • უკრაინის არმია მნიშვნელოვნად შემცირდება.