პრეზიდენტ ტრამპის "გეგმა" ამაზრზენია - დონ ბეკონი
პრეზიდენტ ტრამპის "გეგმა" ამაზრზენია - ასე ეხმაურება რესპუბლიკელი კონგრესმენი, დონ ბეკონი X-ზეტრამპის 28-პუნქტიან "სამშვიდობო გეგმას".
მისი თქმით, ეს "შეთანხმება" ასუსტებს უკრაინას და დაუცველს ტოვებს მომავალ წლებში ახალი რუსული შემოჭრების მიმართ.
"პრეზიდენტ ტრამპის გეგმა, აიძულოს უკრაინას, დათმოს მეტი ტერიტორია, შეამციროს არმია ნახევარზე მეტად, არასოდეს გაწევრიანდეს NATO-ში და არ დაუშვას უცხოური ჯარები საკუთარ ტერიტორიაზე, ამაზრზენია. თავისუფლების მოყვარულმა ამერიკელებმა პრეზიდენტს უნდა უთხრან, რომ ჩვენ უარვყოფთ ყველაზე უარეს დათმობას, რაც 1938 წლის შემდეგ გვინახავს. რუსებმა განაცხადეს, რომ უკრაინის სუვერენიტეტსა და საზღვრებს 1994 წელს პატივს სცემდნენ. რატომ ფიქრობს პრეზიდენტი ტრამპი, რომ ახლა შეგვიძლია პუტინის ნდობა? ეს შეთანხმება ასუსტებს უკრაინას და დაუცველს ტოვებს მომავალ წლებში ახალი რუსული შემოჭრების მიმართ" - წერს რესპუბლიკელი კონგრესმენი, დონ ბეკონი X-ზე.
რა წერია ტრამპის 28-პუნქტიან გეგმაში:
- გეგმის ძირითადი პუნქტებია:
- • რუსეთი ვალდებულდება, რომ მეზობელ ქვეყნებში აღარ შეიჭრება;
- • ნატო აღარ გაფართოვდება;
- • ყირიმი, ლუგანსკი და დონეცკი დე ფაქტო აღიარებას მიიღებს, როგორც რუსული რეგიონები;
- • რუსეთს გადაეცემა უკრაინის ის მიწებიც, რომლებიც დღეს კიევის კონტროლქვეშაა;
- • ზაპოროჟიესა და ხერსონის ოკუპირებული ნაწილი დარჩება პუტინის ხელისუფლებაში;
- • უკრაინა უარს ამბობს ნატოში გაწევრიანებაზე;
- • უკრაინის არმია მნიშვნელოვნად შემცირდება.