ანექსირებულ ყირიმში ელექტროსადგური დრონებით დაბომბეს
ანექსირებულ ყირიმში კრასნოპერეკოპსკის ელექტროსადგური დრონებით დაბომბეს - ინფორმაცია Telegram-არხებზე ვრცელდება. გავრცელებული ინფორმაციით, გასულ ღამეს აფეთქებები მოხდა სიმფეროპოლში, გვარდეისკოეში, კრასნოპერეკოპსკსა და არმანსკში, დაიბომბა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ობიექტები.
დგილობრივი მაცხოვრებლების თქმით, სოფელ გვარდეისკოეში, სადაც რუსული საჰაერო ბაზა მდებარეობს, დაახლოებით ათი აფეთქება მოხდა, რომლებსაც თან ახლდა სროლა. თავდასხმის ერთ-ერთი სავარაუდო სამიზნე კრასნოპერეკოპსკის ელექტროსადგურის ქვესადგური იყო.